ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:
იყო ეგეთი საკულტო ფილმი, "მაკენას ოქრო", გრეგორი პეკისა და ომარ შარიფის მონაწილეობით.. ფილმში ყველა რაღაცას ეძებს: ზოგი ოქროს, ზოგი ქალს, ზოგი თავგადასავალს, ზოგიერთი სიკვდილს და ზოგიც დედიმისისას..
ბოლოს ყველა თავისას იპოვის და მორბის მაკენა, იგივე გრეგორიუს პეკი, უფრო სწორად, მოქრის ცხენზე ამხედრებული, ოქროთი გაძეძგილი ხურჯინით, მის უკან კი, ზებუნებრივი ძალების გამოისობით, კორდილიერების მთები ინგრევა, კლდეები ირღვევა და ქვა-ღორღი მოცვივა. მოქრის, რათა გამოასწროს ამ უბედურებას. შენც დაძაბული უყურებ და ამ დროს ყველაზე მაღალი სვეტი ისე გადმოწვება ეკრანის შუაგულში, გეგონება თავში გეცემაო და უნებურად გვერდზე წევ..
ეს იყო პირველი 3D ეფექტი ჩემ მახსოვრობაში..
რაზე გამახსენდა ახლა: გაკვირვების უნარი დამიქვეითდა ამ ფაცებოქის გადამკიდე, მაგრამ ზოგჯერ ისეთებს გადააწყდები, ნიკო გომელაურის ნათქვამი გახსენდება:
"ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა,
აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა.."
პატარა პერიფრაზით:
"ამ სივრცეში ყველაფერი მოსულა,
აქ ფროიდმა კანტი დააორსულა.."
ერთ ნაღდად ამაღელვებელ სიუჟეტს გადავაწყდი: გოგონა იგონებდა პაპამისს, რომელიც ახალგორში ცხოვრობდა და აგვისტოს ომის შემდგომ გარდაეცვალა მეუღლე, ანუ ამ გოგონას ბებია. მერე, როგორ არ უშვებდნენ მას და დედამისს პანაშვიდებზე და მხოლოდ დაკრძალვაზე შეუშვეს რამოდენიმე საათით.. მერე, სულ ცოტა ხანში, ამ დარდს დედა გადაყვა, ანუ ლტოლვილმა პაპამ დაკარგა ცოლიც, შვილიც და მეორე შვილი კი ოკუპირებულ ახალგორში ყავს ჩარჩენილი..
სულისშემძვრელი ისტორიაა მართლაც, მაგ ოხერი ოკუპანტების დედა რომ ვატირე მე, ყოველ დილა-საღამოს, სანამ ჩვენი სამშობლოდან არ გაეთრევიან..
ვგონებ ყველაფერი გასაგებად გადმოგეცით და ახლა მთავარი: ეს გოგონა გახლავთ თავგადაკლული მიშისტი და მიჰას ზელენსკის უფროსად დანიშვნას ზეიმობს..
იმ მიჰასი, რომელიც ცხინვალის რეგიონში რუსის ჯარს შემოუძღვა, მისი პაპა(და სხვა უამრავი კიდევ) ლტოლვიდან აქცია, ცხოვრება დაუნგრია, საოკუპაციო ხაზები გაავლო, ადგილობრივებს ერთმანეთთან ურთიერთობისა და ახლობლების საფლავებზე გასვლის საშუალებაც კი მოუსპო. და ბოლოს, ლენინგორსა და იქაურ სოფლებს ქვების გროვა უწოდა..
აი, ესაა მომენტი, როცა, როგორც "მაკენას ოქროში" მთები, ლოგიკა ინგრევა, აზროვნება ირღვევა და აზრის ნასხლეტებად მოცვივა..
ახლა ჩერგოლეიშვილს მოვუსმინოთ: " უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისის წინ ვდგავართ და უზარმაზარი კონკურენცია იქმნება ქვეყნებს შორის დასავლეთიდან ფულის მიღებაზე, ანუ ეხლა მე თითოეული ქართველის ჯიბეზე ვფიქრობ, თითოეული ქართველის მომავალზე. იმაზე, რომ ქართველებმა არ იშიმშილონ და არა ირაკლი ოქრუაშვილზე და გიორგი რურუაზე." ანუო, თუ ქ/ოცნების ხელისუფლება პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებს, ჩვენი უფროსი ძმა გაბრაზდება, განაწყენდება, ტლინკებს აჰყრის და ფულს აღარ მოგვცემსო. მე კიდენა, ხოიცით, მარად და ყველგან - "თითოეული ქართველის ჯიბეზე ვფიქრობ, თითოეული ქართველის მომავალზეო.."
აი, ესაა ის სვეტი, რომელიც, როგორც კინოშია, შუა ეკრანზე გადმოწვება და თავში უნდა დაგეცეს "კანტროლკად"!
თუმცა იმდენჯერ გაქვს ნანახ-გაგონილი, უკვე მშვენივრად იცი, შენ კი არა, მხოლოდღა მე-5 რიგის მე-2 სკამზე მჯდომარე მაყურებელს ეცემა კინკრიხოში..
შენიშვნა: 5 - ნაცების, 2 - ევრონაცების საარჩევნო ნომერია..
პ.ს. არა მგონია ვინმე დედამიწელ პოლიტიკოსს ყავდეს უფრო კომფორტული მონა-სპა, ვიდრე ყავს მიჰას: რაც არ უნდა თქვას, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ჩაიცვას, დაიხუროს, დაახუროს, დაახურდაოს - მაინც მის მონასპად რჩება.. ბოლოს, რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად, რუსეთიდან დარიალის ხეობით რომ შემოვიდეს, თეთრ ცხენზე ამხედრებული, გვერდით პუტინი, უკან იგორ ივანოვი და სერგეი კალანტაროვი მოყვებოდნენ, ჟივილ-ხივილით შეეგებება და ფაბერჟეებს დაუკოცნის მასაც და მის ცხენსაც..
პუტინს, ივანოვს და კალანტაროვს ყურადღებასაც არ მიაქცევენ - ეგენი ხომ მიჰას "შნირები" არიან, მისი ხურუშების ამსრულებლები