გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, შეიძინონ ქართული პროდუქტები

გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, შეიძინონ ქართული პროდუქტები

მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომლებიც ხდება სულ უფრო ხარისხიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, აგროსასურსათო უსაფრთხოება ქვეყნისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად არც ერთი აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არც ერთი წამით.

„სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ეს არის ჩვენი მიზანი. გარდა ამისა, შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის, არის დარგის ინდუსტრიალიზაცია. ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია, ვებრძვით, სადაც გარკვეული წარმატებები გვაქვს. ძალზედ მნიშვნელოვანი თუნდაც ის, რომ აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი ქვეყანაში იყო 900 მილიონი დოლარი და დღეს 300-350 მილიონ დოლარამდეა ჩამოყვანილი. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ. ეს არის გეგმა, რომელიც შეიმუშავეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, ვიდრე ჩვენ მსჯელობას დავიწყებთ ამ პროგრამის დეტალებზე, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომლებიც ხდება სულ უფრო და უფრო ხარისხიანი. ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები საერთაშორისო ბაზრებზე იყვნენ კონკურენტუნარიანები. ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.