მეუფე მიქაელი: ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი

მეუფე მიქაელი: ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი

მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი, - განაცხადა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) ურნალისტების კითხვაზე, მხარს დაუჭერს თუ არა ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

მისივე თქმით, მრევლმა კორონავირუსის წინააღმდეგ ზიარება და ნაკურთხი წყალი უნდა გამოიყენოს.

„როგორი სიყვარული გაქვთ ჩვენი, როგორი ბედნიერი ვარ, რომ ასე ზრუნავთ ჩვენზე და გაინტერესებთ ჩვენი ვაქცინაცია და ჯანმრთელობა, მოკლედ გახარებული ვარ. რა არის ეს ვაქცინა, ერთი რა ხდება? მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასეთი ვაქცინა უნდა მოვიფიქროთ. კორონას ვაქცინაციაზე არის მაცხოვრის ხორცი და სისხლი საკურნებელად სულისა და ხორცისა, ასევე ნაკურთხი წყალი. მე ვაქცინები გავიკეთე, რომ დავიბადე მაშინ, მაგრამ არ მახსოვს პატარა ვიყავი. იმის შემდეგ ვაქცინა არ გამიკეთებია, მაგრამ მე მგონი, არ გამოვიყურები ცუდად, კარგად გამოვიყურები“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა.