ფერმერები, რომელთაც აქვთ დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით 200 ლარს მიიღებენ

ფერმერები, რომელთაც აქვთ დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით 200 ლარს მიიღებენ

ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა არ უნდა დარჩეს. თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე განაცხადა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო დონის და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომელთაც გააჩნიათ 10 ჰექტარი მიწა, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2000 ლარის ოდენობით. ეს პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზე, რომელთაც აქვთ გაცილებით ნაკლები ფართობი“, - აღნიშნა გახარიამ.

გარდა მაგისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. „საწვავის ფასი სოფლის მეურნეობისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მომავალში აგროდიზელის ფასი ბაზარზე მნიშვნელოვნად დაბალი იქნება.