გიორგი გახარია: საქართველოს შეუძლია, ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და დევიზიც

გიორგი გახარია: საქართველოს შეუძლია, ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და დევიზიც

დღეს პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული 24 საათის განმავლობაში, რაც პრინციპში შეიძლება ვთქვათ, რომ სერიოზული მიღწევაა. 12 მაისისთვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა სრული რაოდენობაა 639, 349 ადამიანი კი გამოჯანრთელებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს მონაცემები მთავრობას მოდუნების უფლებას არ აძლევს და პირიქით, უფრო მკაცრად უნდა მოითხოვონ იმ ელემენტარული წესების დაცვა, რომელსაც ჯანდაცვის თანამშრომლები აწესებენ.

„ამ წესების დაცვა და დისციპლინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ ჩვენ შევძლებთ ეკონომიკური საქმიანობის ამოქმედებას უფრო ეფექტიანად და სწრაფად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს შეუძლია კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ყველამ ერთად, ჩვენი სფეროების მიმართულებით უნდა ვეძებოთ ზრდისა და გარღვევევის ის წერტილები, სადაც ქვეყანას შეუძლია თავისი წარმატებული მენეჯმენტი, წარმატებული გამკლავება „კოვიდის“, როგორც ინფექციის მართვაში, დავაკონვერტიროთ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიბრძვით ორი მიმართულებით ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკური სწრაფი აღდგენა, ვგულისხმობთ ამას. საქართველოს შეუძლია, ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და ჩვენი დევიზიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.