ფერმერებს შეეძლებათ, რომ მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან და ესეც არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ, საგაზაფხულო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ყველა ეს დახმარება შეეხება დაახლოებით 200 000 ფერმერს და ამ დახმარების სრული ბიუჯეტი იქნება 300 მილიონი ლარი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე განაცხადა.
პრემიერმა ასევე მიწების რეგისტრაციის საკითხზეც ისაუბრა
„ამასთან ერთად, ძალზედ მნიშვნელოვანი და სისტემური მომენტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ სოფლის მეურნეობის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთან განგვეხილა გახლავთ მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება, რომლის წარმატებაშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ. უკვე გამოყოფილია დაფინანსება ამ ღონისძიებისთვის. ქვეყანაში, სამი წლის განმავლობაშ, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.