თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.
„კლასტერი არ არის ცნობილი, წყარო უცნობია. საკარანტინო სივრციდან არის, თუ არ ვცდები, მაგრამ წყაროს ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეის მდგომარეობით კოვიდ-ცენტრებში 279 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 32 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.