ნახეთ დეტალები თუ როგორ ჩატარდა სისხლის პლაზმის გადასხმის პირველი პროცედურა საქართველოში

ნახეთ დეტალები თუ როგორ ჩატარდა სისხლის პლაზმის გადასხმის პირველი პროცედურა საქართველოში

როგორ ჩატარდა სისხლის პლაზმის გადასხმის პირველი პროცედურა საქართველოში - ინფექციონისტი პროცესს დეტალურად აღწერს. ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმ­მა-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვამ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის სის­ხლის პლაზ­მის გა­დას­ხმის პრო­ცე­დუ­რა­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ჩა­უ­ტარ­და კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პა­ცი­ენტს. ამის შე­სა­ხებ გო­გი­ნა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" ისა­უბ­რა:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მოხ­და პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მქო­ნე მძი­მე პა­ცი­ენ­ტში. გა­და­ვუს­ხით პლაზ­მა წა­რა­ტე­ბით და ამის შემ­დეგ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დი­ნა­მი­კა­ში გა­უმ­ჯო­ბეს­და. თუმ­ცა, ბო­ლომ­დე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი არ არის, რად­გან მას აქვს ბევ­რი თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა და ჯერ სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია.

პლაზ­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ერთჯე­რა­დად, ორ­ჯე­რა­დად, მაქ­სი­მუმ სამ­ჯერ. მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­თან კომ­პლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და პლაზ­მა ამ მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლის პლაზ­მა შე­ი­ცავს ან­ტის­ხე­უ­ლებს, რო­მელ­თაც აქვთ უნა­რი, გა­ა­ნად­გუ­რონ ვირუ­სი. ეს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა უნდა იყოს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, რომ პლაზ­მა ჩა­ით­ვა­ლოს ეფექ­ტუ­რად. ჯერ ხდე­ბა ანა­ლი­ზის აღე­ბა, თუ რამ­დე­ნად აქვს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ ადა­მი­ანს შე­სა­ბა­მი­სი ტიტ­რით ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, შემ­დეგ ხდე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის სის­ხლის­გან პლაზ­მის დამ­ზა­დე­ბა. ბევ­რი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა ყვე­ლას სის­ხლში არ არის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, რომ სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­სა­დე­გი იყოს.

უნდა არ­სე­ბობ­დეს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის თან­ხმო­ბაც, გა­ვი­დეს ორი კვი­რა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან, რომ მათ ჩა­უ­ტარ­დეთ ანა­ლი­ზი და სის­ხლის­გან დამ­ზად­დეს სამ­კურ­ნა­ლო პლაზ­მა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ვინც თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და და შე­მოწ­მდა, მათ 20 %-ს აღ­მო­აჩ­ნდა სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­სა­დე­გი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სის­ხლში.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პლაზ­მა ზუს­ტად რო­მე­ლი პა­ცი­ენ­ტის სის­ხლის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა ეს იყო შე­და­რე­ბით ადრე, სამი კვი­რის ან ერთი თვის წინ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი.

პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­თან, როცა სხვა მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ არის და­დე­ბი­თი შე­დე­გი. ეს პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი (რო­მელ­საც გა­და­უს­ხეს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლის პლაზ­მა) ზუს­ტად ამ კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და მას­თან გა­მო­ვი­ყე­ნეთ პლაზ­მა" - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ნა­ვამ "360 გრა­დუს­ში".