დავით ბაქრაძე: დღეს რაც მოვისმინეთ, ეს იყო პოლიტიკური ვა-ბანკი „ქართული ოცნების“ მხრიდან

დავით ბაქრაძე: დღეს რაც მოვისმინეთ, ეს იყო პოლიტიკური ვა-ბანკი „ქართული ოცნების“ მხრიდან

დღეს რაც მოვისმინეთ, ეს იყო პოლიტიკური ვა-ბანკი „ქართული ოცნების“ მხრიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ის საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ასეთი ღია ფორმით, პირდაპირ დაარღვიოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

„როგორც ჩანს „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის პანდემიამ საკმაოდ გადაიტანა მოსახლეობის ყურადღება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ პოლიტიკის თემიდან და ის საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ასეთი ღია ფორმით, პირდაპირ დაარღვიოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიაცთან გამართული მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ 8 მარტის შეთანხმების შინაარსს და საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას განთავისუფლების ვალდებულება.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.