პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ის კურორტები დაასახელა, რომლებიც შესაძლოა, კორონავირუსისგან სუფთა ზონებად გამოცხადდეს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს კურორტები შეიძლება იყოს : საირმე, წყალტუბო, გუდაური.
„ვაპირებთ, ცალკეული ტურისტული ზონები კორონავირუსისგან სუფთა ზონებად გამოვაცხადოთ. ეს შეიძლება იყოს საირმე, წყალტუბო, გუდაური.
აჭარა ამისთვის ძალიან დიდია, მაგრამ შეიძლება ვფიქრობ ცალკე აღებულ ბათუმზე და აქ დავაწესოთ გარკვეული წესები, რათა ცალკეული ლოკაციები კორონავირუსისგან სუფთა ზონებად გამოვაცხადოთ.
ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის პროცესი დაიწყება ტურიზმიდან. შემდეგი იქნება სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ინდუსტრია, განათლება და მედიცინა.
ეს თანმიმდევრობა არ ნიშნავს, რომ პირველი დარგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.