ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარულმა ამერიკელმა კინორეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა ერთი ორიგინალური პროექტის განხორციელება გადაწყვიტა.
მომავალი წლის დასაწყისში, ქალაქ ლონდონის კინოთეატრში „კინოს იმპერია“ სპეციალური კინომარათონი გაიმართება.
ჯორჯ ლუკასი მაყურებლების სამსჯავროზე ცნობილი სერიალი „ვარსკვლავეთის ომების“ ექვსივე ფილმს გამოიტანს.
მთლიანი კინოეპოპეის საერთო დრო დაახლოებით თერთმეტი საათს შეადგენს. კინოჩვენება დილის ათ საათზე დაიწყება და გვიან საღამომდე გაგრძელდება. ბილეთი 50 გირვანქა სტერლინგი ეღირება.
ბრიტანულ მას-მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამ ჩვენებაზე დასასწრები ბილეთები სულ გაიყიდა.
დღეს მათი შოვნა მხოლოდ ადგილობრივი გადამყიდველების „დახმარებით“ შეიძლება. „შავ ბაზარზე“ მათი ფასი 500 დოლარამდე ღირს.