ერთხელ ენრიკო კარუზო ბანკში დოკუმენტის გარეშე მივიდა და იძულებული გახდა, მოლარისთვის სიმღერით დაემტკიცებინა, რომ ნამდვილად კარუზო იყო... კარუზომ აღიარა - ასე არასოდეს მომინდომებია სიმღერაო.
შალიაპინი და მაქსიმ გორკი ერთდროულად ცდიდნენ ბედს საეკლესიო გუნდში. გორკი მიიღეს, შალიაპინი - არა.
ნიკოლოზ პირველს იმდენად არ უყვარდა კომპოზიტორი მიხაილ გლინკა, რომ ბრძანა, მის ოპერას, „რუსლან და ლიუდმილას“ ჰაუპტვახტმისჯილი ოფიცრები დასწრებოდნენ.
1792 წელს შედგა ჩიმაროზას ოპერის „იდუმალი ქორწინების“ პრემიერა. მაყურებელი ისე თავგამეტებით უკრავდა ტაშს, რომ მსახიობები იძულებულნი გახდნენ, ოპერა მთლიანად გაემეორებინათ. მსგავსი რამ ლუჩანო პავაროტისაც კი არ შემთხვევია.