ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კორონავირუსით ინფიცირებული 48 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით 6 589 პაციენტი დაიღუპა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზი 1 529 ადამიანს დაუსვეს და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 106 220-მდე გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.