სლოვენიის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ლიუბლიანის ქუჩებში ათასობით ველოსიპედისტმა გაიარა. ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს იანეზ იანშას იმაში ადანაშაულებენ, რომ მან კორონავირუსის პანდემია მოსახლეობის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენა. კერძოდ, დემონსტრანტებს სჯერათ, რომ პრემიერი პოლიციის ძალაუფლების გაზრდას გეგმავს, მიგრანტების მიმართ ზიზღს აღვივებს და ჟურნალისტებს უტევს.
სლოვენიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კარანტინი მარტის შუა რიცხვებში გამოცხადდა, 2 კვირის წინ კი შეზღუდვების ნაწილობრივი შეზღუდვები დაიწყო. ქვეყანაში ვირუსის 1 450 შემთხვევაა დაფიქსირებული, 100 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.