კორონავირუსის მიუხედავად მინსკში სამხედრო აღლუმი ჩატარდა

კორონავირუსის მიუხედავად მინსკში სამხედრო აღლუმი ჩატარდა

კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად ბელარუსში ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩატარდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ უღალატებდა ტრადიციებს, რომელიც უკვე 75 წელია გამარჯვებულთა გმირობას ადიდებს და მსოფლიოს მოუწოდა ამისთვის ბელარუსი არ გაკიცხონ.

აღლუმის მონაწილეებს პირბადეები არ ეკეთათ. მოგვიანებით მინსკის ცენტრში საზეიმო კონცერტი ჩატარდება.

პრეზიდენტი ლუკაშენკო კორონავირუსით გამოწვეულ პანიკას „ფსიქოზს“ უწოდებს და ქვეყანაში საგანგებო ზომების შემოღებას არ აპირებს.