ქეთევან ჩაჩავა „Les Echos

ქეთევან ჩაჩავა „Les Echos" - ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: „საქართველოს პოლიტიკური განვითარებისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები საფრანგეთში სწორადაა დანახული

„საქართველოს პოლიტიკური განვითარებისკენ გადადგმლი პოზიტიური ნაბიჯები სწორადაა დანახული, განსაკუთრებით საფრანგეთში, რომელიც ერთ-ერთი სკეპტიკური ქვეყანაა საქართველოს ევროპული და ევროინტეგრაციის გზაზე" - ასე ეხმიანება სექტორი-3-ის ხელმძღვანელი ქეთევან ჩაჩავა გავლენიან ფრანგული გამოცემა „ლეზ ექო"-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია საქართველოში ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

როგორც ქეთევან ჩაჩავა აღნიშნავს, პოლიტიკური სისტემა, რომელიც იქნა მიღწეული, შედარებულია ევროპარლამენტის არჩევნების სტილს.

„პოლიტიკური სისტემა, რომელიც იქნა მიღწეული, შედარებულია ევროპარლამენტის არჩევნების სტილს და მნიშვნელოვანია სწორედ ეს, რომ საქართველოს პოლიტიკური განვითარების პოზიტიური  ნაბიჯების  გადადგმა სწორადაა დანახული განსაკუთრებით საფრანგეთში, რომელიც ვიცით, რომ ერთ ერთი სკეპტიკური ქვეყანაა საქართველოს ევროპული და ევროინტეგრაციის გზაზე" - აცხადებს ქეთევან ჩაჩავა.