“როცა მსოფლიო ჯერ ისევ ებრძვის კორონავირუსის პანდემიას, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსნით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს”

“როცა მსოფლიო ჯერ ისევ ებრძვის კორონავირუსის პანდემიას, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსნით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს”

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

მაშინ, როცა მსოფლიო ჯერ ისევ ებრძვის კორონავირუსის პანდემიას, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსნით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს.

შიდა ტურიზმი საქართველოში 15 ივნისიდან ამუშავდება, ხოლი უცხოელი ტურისტების მიღებას შევძლებთ 1 ივლისიდან.

არ ჩამოთვლი იმ ფინანსურ შეღავათებს, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ სასტუმროებს, კომპანიებს და ადამიანებს უწესდებათ, რაც დიდი ხელშეწყობაა თავისთავად.

მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ჩვენ ვიხსენებით უცხოელი ტურისტებისათვის და ეს რამდენიმე ნაბიჯით წინ გვაყენებს სხვა ქვეყნებთან შედარებით.

ჩემი აზრით, პირველი, ამან ტურუზმის სექტორის სწრაფი აღგდენა უნდა მოიტანოს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ და, მეორე, ბევრი ქვეყანა ტურისმიზასათვის ივლისში გახნილი არ იქნება და ამან კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა უნდა მოგვცეს.