ცნობილი რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე, „ძლიერთა სქესის“ წარმომადგენლების განსაკუთრებული თვალთახედვის არეში მუდმივად იმყოფება.
რამდენიმე წლის წინ მის ახლობლებში ერთი პოპულარული ქართველი ფეხბურთელიც ირიცხებოდა. ამ სპორტსმენის ვინაობას გარკვეული მიზეზების გამო არ დავასახელებთ. ფაქტია, რომ თუ დაინტერესებული ადამიანი მოინდომებს, ქართულ მას-მედიის ძველ გამოცემებში, ჟანა ფრისკესა და ამ ცნობილი თანამემამულე სპორტსმენის ფოტოებს აუცილებლად იხილავს.
ჩვენმა ფეხბურთელმა ცხოვრება უკვე მოიწყო და ფრისკესთან მცირეხნოვანი ურთიერთობა ისტორიას გადააბრალა.
ჟანა ფრისკე ამჟამად საინტერესო მდგომარეობაში იმყოფება და 2013 წლის მარტის შუა რიცხვებში შვილს გვაჩუქებს.
ვახსენე სიტყვა „გვაჩუქებს“. ალბათ არ გამამტყუნებთ, რადგან მისი ოფიციალურად დანიშნული შეყვარებული, ანუ „საქმრო“ - პოპულარული რუსი ტელეწამყვანი დიმიტრი შეპელევი თურმე საქმის კურსში არ იმყოფება.
ჟანა ფრისკეს „ძმაკაცი“, მომღერალი დიმიტრი მალიკოვის ცნობით, ფრისკე შვილის გასაჩენად ქალაქ მაიამიში გაემგზავრება. ეს ქალაქი რუსს „პოპ-დივას“, დაქალმა ქრისტინა ორბაკაიტემ ურჩია.
სამწუხაროდ ქალი ამერიკაში მარტო ჩავა. ვინმე შეპელოვი, საკუთარი ბიზნესითაა დაკავებული. მომხიბვლელი რუსი დიაცის ძველი ქართველი თაყვანისმცემელი კი, კავკასიის რეგიონში მდებარე პატარა ქვეყანაში საკუთარ საქმეებს აგვარებს.
დიაცი ჟანა მაიამიში უკვე გაემგზავრა. ფული კრისტინა ორბაკაიტემ და დიმიტრი მალიკოვმა შეუგროვეს. რუსულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ფრისკეს აშშ-ში საქმრო, დიმიტრი შეპელევი მოგვიანებით აუცილებლად შეუერთდება და მალიკოვი-ორბაკაიტეს დუეტს რუსეთში გამოისტუმრებს.