ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო დახმარების ექიმებს: თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც არ შეუშინდა არც ერთ გამოწვევას

ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო დახმარების ექიმებს: თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც არ შეუშინდა არც ერთ გამოწვევას

გადაუდებელი სამსახური არის ის სამსახური, რომელიც არა მხოლოდ კორონავირუსის შემთხვევაში, არამედ ყოველთვის პირველ ხაზზე იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და თქვენ ხართ ის უშიშარი გმირები, რომლებმაც ჩვენ ყველას, როგორც მთავრობას, ისევე მოქალაქეებს, პირველი დღიდან დაგვეხმარეთ და გაწიეთ ისეთი სამსახური, რომ დღესდღეობით ჩვენ სახეზე გვაქვს ის წარმატება, რომელიც ყველას გვიხარია - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრმა მედპერსონალს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც არ შეუშინდით არც ერთ გამოწვევას და თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას“-აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრი მედპერსონალის დაინფიცირების ფაქტებსაც შეეხო. „არ შემიძლია ამ კომენტარებს არ გამოხმაურო და არ აღვნიშნო. რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც არაერთი ტრენინგი გაქვთ გავლილი, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობთ თითოეული პროტოკოლის შექმნაში და შემდეგ განხორციელებაში ყველა იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ატარებს ამ ტრენინგებს თქვენთვის და ჩვენთვის. ეს პროტოკოლები ეყრდნობა მსოფლიოს პრაქტიკას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მოწოდებულ ყველა სტანდარტს. რა თქმა უნდა ის, რომ თქვენ იყოთ დაცულები იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხო, ეს არის, ჩვენი სამინისტროს და მთავრობის ვალდებულება. ჩვენ გავაგრძელბთ თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვას, მაგრამ ეს არასდროს იქნება საკმარისი ყველა თქვენი იმ დამსახურების აღსანიშნავად, რომელიც თქვენ დღესდღეობით გაგაჩნიათ. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა ის პრობლემა და საჭიროება, რომელიც თქვენს გუნდს და ჩვენს გუნდს ერთად გვიდგას, ვინაიდან მხოლოდ ეს კომუნიკაცია და ჩვენი ეს ერთობა არის იმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევძლებთ, რომ ეს პატარა ქვეყანა დაამარცხებს ამ გლობალურ უხილავ მტერს, რომელიც COVID-ინფექციის სახით არის გავრცელებული მსოფლიოში,“- განაცხადა ტიკარაძემ.“- აღნიშნა ტიკარაძემ.