პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კლინიკაში 2 თვე მკურნალობდა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კლინიკაში 2 თვე მკურნალობდა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კორონავირუსზე დღემდე დადებითი იყო, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, ეს პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 5 მარტიდან იყო მოთავსებული. ის ფაქტობრივად, გამოჯანმრთელდა, მაგრამ ტესტი ამ დრომდე კორონავირუსზე დადებითს აჩვენებდა.