ტრაგედია: შვიდი და ათი წლის ძმები ფანჯრიდან გადმოხტნენ და ადგილზევე დაიღუპნენ - შემთხვევა მოსკოვში

ტრაგედია: შვიდი და ათი წლის ძმები ფანჯრიდან გადმოხტნენ და ადგილზევე დაიღუპნენ - შემთხვევა მოსკოვში

მოსკოვში, საცხოვრებელ კორპუსში ფანჯრიდან ორი ბავშვი გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. ინციდენტის დროს სახლში მათი დედა და ბებია იმყოფებოდნენ .„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით გარდაცლილები შვიდი და ათი წლის ძმები არიან.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას ბავშვები უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ბავშვები პარკურით იყვნენ გატაცებულნი და მათ შოუში მონაწილეობა უნდოდათ. სწორედ ამიტომ ხტომასა და ცეკვაში ვარჯიშობდნენ. სამწუხაროდ მათი ეს მცდელობა ტრაგედიით დასრულდა.