„ცოტა წარმოდგენა რომ შევიქმნათ რა სამყაროში ვცხოვრობთ უკვე დღეს“ - წერს სოციალურ ქსელში გოგი ლორთქიფანიძე.
„ყოველდღიურად იგზავნება 65 მილიარდი ვოტსაპ გზავნილი, ყოველდღიურად იტვირთება 300 მილიონი ფოტო ფეისბუკზე; ყოველდღიურად ხდება 3 მილიარდი ფოტოს გადაღება და 77%-ის ატვირთვა ფეისბუკზე, ინსტაგრამსა და სხვა სოცქსელებში ერთობლივად.
ყოველ წამში ხორციელდება 40,000 ძებნა გუგლში.
ყოველდღიურად იგზავნება 300 მილიარდი ელ.ფოსტა.
ყოველდღიურად ხდება 26 მილიარდი ამინდის პროგნოზზე მიმართვა.
ყოველდღე ხდება 5 მილიარდი საათის ვიდეოს ყურება იუტუბზე.
ყოველდღიურად ხდება 750 მილიონი სტატუსის დადება.
ყოველდღიურად ხდება 165 მილიონი საათის ფილმების ყურება ნეტფლიქსზე.
ყოველდღიურად ხდება 500 მილიონი ტვიტის დადება ტვიტერზე
ყოველდღიურად ვახდენთ მინიმუმ 12 მილიარდჯერ თითის ანაბეჭდის შეყვანას სმარტფონების აქტივაციაში
ამ ეტაპზე, საერთო გლობალური მონაცემების რაოდენობა შეადგენს 5 ზეტაბაიტს (ერთი ზეტაბაიტი = 1 ტრილიონ გიგაბაიტს), ხოლო 2025 წლისათვის საერთო რაოდენობა მიაღწევს 175 ზეტაბაიტს.
.ეს არის კოვიდამდე მონაცემები. ეს არის მონაცემები ადამიანი - ადამიანის მიმართ, ხოლო აქ არ არის მონაცემები საგანთა ინტერნეტის, სენსორები - სენსორებზე და ა.შ. რომელიც წარმოუდგენლად უფრო მეტია და იზრდება წამიერად. ნებისმიერი ადამიანი, ან ქვეყანა, რომელიც ამის მიღმა დარჩება, უბრალოდ ვერ იარსებებს, რატომ?
5 წუთით წარმოიდგინეთ თქვენი თავი ინტერნეტის გარეშე და მიხვდებით.
თქვენ კიდევ ჩიპიო და 5G-იო... ნებაყოფლობით ვართ მთელი მსოფლიო დაჩიპული უკვე და ამ მოცემულობის გარეშე ფაქტიურად ცივილიზაცია ვერ იარსებებს ისეთი ფორმით როგორც ეხლა არსებობს.
ჩვენ თვითონ ვაძლევთ ქსელს ჩვენს თავზე ყველანაირ ინფორმაციას..
განსაკუთრებით ახალი სმარტფონებით ვინც პოსტავთ ისინი ნუ შემრისხვათ.“