უდაბნოს მონასტრის მთავარ ფასადზე აზრბაიჯანული წარწერა გამოჩნდა.
კედლებზე აზერბაიჯანულ ენაზე წერია, რომ სამშობლო ჩემი გულია. ექსკლუზიურ კადრებს „მთავარი არხი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მესაზღვრეებმა არ იციან, თუ როდის გაკეთდა წარწერა და მათ ამის შესახებ დღეს გაიგეს.
„პრაიმტაიმი" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ დეტალებს არკვევენ.