მიჩნდება განცდა, რომ ყოველდღე, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, თათბირობს დღეს რა დავაზიანოთ, რას ვესროლოთ ტალახი, რა გავაფუჭოთ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ძალიან სასაცილოა იმის მოსმენა, რომ „ნაცმოძრაობა“ბოიკოტის რეჟიმიდან გამოდის. მთელი წელი, როცა უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილებოდა. გახსოვთ რამდენი მოწოდება იყო ჩვენი მხრიდან დაბრუნდით პარლამენტში. ელემენტარულად ამაში უხდის საზოგადოება ხელფასს არჩეულ დეპუტატებს, მათ შორის ოპოზიციიდან, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა. მთელი წელი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. დღეს განაცხადეს, რომ ბოიკოტის რეჟიმიდან გამოვდივართო.
სასაცილოა ასეთი არაადეკვატური განცხადების მოსმენა. „ეს მეტი არაფერია, თუ არა სახელმწიფო ინსტიტუტებზე ჩრდილის მიყენების მცდელობა. თუმცა ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს ვინ აკეთებს საქმეს, ვინ ზრუნავს მათზე და ვინ არის პოლიტიკური ინტრიგებით დაკავებული“, - განაცახდა თალაკვაძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტი „ნებაყოფლობით შვებულებაში“ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტი ვალდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები შეასრულოს.