ფლორიდის სანაპიროს „სიკვდილის ცელი“ ესტუმრა – როგორ გააპროტესტეს შეზღუდვების მოხსნა

ფლორიდის სანაპიროს „სიკვდილის ცელი“ ესტუმრა – როგორ გააპროტესტეს შეზღუდვების მოხსნა

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებული გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა.

მაგალითად, ფლორიდაში სანაპიროები უკვე გაიხსნა. ადგილობრივმა იურისტმა კი, პროტესტი ორიგინალურად გამოხატა და სანაპიროს ცელით ესტუმრა.

„მგონი, რომ მისი გახსნა ნაადრევია. კორონავირუსის გავრცელებას ადამიანების თავშეყრა ხელს შეუწყობს. კონტროლს დავკარგავთ, რისთვისაც მზად არ ვართ”, – აცხადებს იურისტი.