ბრიტანული ორგანიზაციები, რომლებიც კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ, სხვა სახელმწიფოების მხრიდან, ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლნი არიან. კერძოდ ეს ქვეყნებია რუსეთი, ჩინეთი და ირანი.
ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი, ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არცერთი მსგავსი თავდასხმა წარმატებული არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ათობით სხვადასხვა ვაქცინა მზადდება.
მათ შორის ბრიტანეთის მოწინავე პოზიციაზე და ოქსოფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა თავიანთი ვაქცინის წარმოება უკვე დაიწყეს, პარალელურად კი მიმდინარეობს მისი კლინიკური კვლევაც.