ექსპერტის გაფრთხილება: შესაძლოა კორონავირუსის ვაქცინა არც არასდროს გვქონდეს და კარანტინი ნორმად იქცეს

ექსპერტის გაფრთხილება: შესაძლოა კორონავირუსის ვაქცინა არც არასდროს გვქონდეს და კარანტინი ნორმად იქცეს

კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება არც არასდროს გვქონდეს და კარანტინი ნორმად იქცეს - ექსპერტების გაფრთხილება,- ამ სათაურით სტატიას Mirror-ი აქვეყნებს.

ლონდონის Imperial College-ის პროფესორის, დევიდ ნაბაროს განცხადებით, ვაქცინასთან დაკავშირებით აბსოლუტური ვარაუდების გამოთქმისგან თავი უნდა შევიკავოთ. რადგან სრულიად შესაძლებელია ვაქცინა არც არასდროს გვქონდეს.

„არსებობს ვირუსები, რომელთა ვაქცინაც საერთოდ არ გვაქვს. ჩვენ დარწმუნებით არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ვაქცინა აუცილებლად გვექნება. ან თუ გვექნება, შეძლებს თუ არა წარმატებით გაიაროს უსაფრთხოების ყველა გამოცდა.

აუცილებელია, რომ ყველა სახელმწიფომ ვირუსისგან თავის დაცვა ისწავლოს. და ვირუსის პარალელურად სოციალურ და ეკონომიკურ საქმიანობას დაუბრუნდეს",- აღნიშნა ნაბარომ CNN-თან საუბარში.

მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი გუნდი, მათ შორის ოქსფორდის უნივერსიტეტის, ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობს.

ნაბაროს თქმით, ის დარწმუნებული არ არის, ჩაეშვება თუ არა რომელიმე ვაქცინა ფართო გამოყენებაში. ასევე, რამდენად ეფექტურად იმოქმედებს ის საზოგადოებაზე.

„თავიდან ძალიან დიდი იმედები გაქვს. მერე.. ყველა მათგანი გიცრუვდება.

ჩვენ ბიოლოგიურ სისტემასთან ვმუშაობთ და არა მექანიკურთან. ეს ყველაფერი კი ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, როგორ ირეაგირებს სხეული",- ამბობს ნაბარო.

ექიმი ნაბაროს ეს გაფრთხილებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ოქსფორდის უნივერიტეტმა უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიასთან, AstraZenenca-თან თანამშრომლობით CoVid-19-ის ვაქცინაზე დაიწყო მუშაობა, რომლის კვლევაც დიდ ბრიტანეთში ამჟამად მიმდინარეობს.