ალექსანდრე გოგინავა: შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს

ალექსანდრე გოგინავა: შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს

შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ეპიდემიისა და პანდემიის დროს კარგის ნიშანია, როდესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი დაინფიცირებულ ადამიანებს აღემატება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ნელ-ნელა პანდემია უკან იხევს და ჩვენ პიკურ პერიოდს ვლახავთ და შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.