არჩილ თალაკვაძემ ვიდეოკონფერენციის ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა

არჩილ თალაკვაძემ ვიდეოკონფერენციის ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, კომიტეტის თავმჯდომარეებსა და საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ანტიკრიზისული გეგმის ძირითადი ღონისძიებები და მათი შესრულების პროცესი განიხილეს. მისივე განმარტებით, ასევე განხილულ იქნა აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამ ვითარებაში დღის წესრიგშია.

„განვიხილეთ კოვიდ19-ის პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები, ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის ძირითადი ღონისძიებები და მათი შესრულების პროცესი, ასევე, აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამ ვითარებაში დღის წესრიგშია“ - წერს არჩილ თალაკვაძე.