კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის დასაფინანსებლად ევროკავშირი ონლაინ-მარათონს ჩაატარებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის დასაფინანსებლად ევროკავშირი ონლაინ-მარათონს ჩაატარებს

ევროკავშირის წევრი და პარტნიორები ქვეყნების ლიდერები 4 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის დასაფინანსებლად ონლაინ-კონფერენციას ჩაატარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისია Twitter-ზე ავრცელებს.

მარათონის პირველადი მიზანი 7,5 მილიარდი ევროს შეგროვებაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა კონფერენციაში მონაწილეობას დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იაპონია, საუდის არაბეთი და კანადა მიიღებენ.