„კორონავირუსის ლეტალურმა ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა“, - ამბობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი და, ჩვეულებისამებრ, დამაიმედებელია მისი სიტყვები. რატიანის თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტს გარკვეული გართულებები აღენიშნება და აქვს პოლიორგანული უკმარისობა, კორონავირუსის ლეტალობის ინდექსი მაღალი არ არის.
ლევან რატიანი იმასაც იხსენებს, რომ, როგორც კი სამყაროში ეს ვირუსი გაჩნდა, ყველამ ერთად დაარქვა მას მკვლელი ვირუსის სახელი, რადგან ახალი იყო და ლეტალობის მაღალი ინდექსი ჰქონდა, მაგრამ ახლა კორონავირუსის ამ ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა. ექიმის მოსაზრებით, კოვიდი სულაც არ არის მკვლელი ვირუსი, ეს არის ინფექცია, რომელიც კაცობრიობამ უნდა მოიხადოს.
რამდენად შეიცვალა კორონავირუსმა ბუნება, ამის შესახებ For.ge-ს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ესაუბრა.
კლინიცისტები გვაიმედებენ, რომ კორონავირუსი აუცილებლად დაწყნარდება და ეს ბუნების კანონია. მას შემდეგ, რაც გაჩნდა ახალი კორონავირუსი, როგორ განიცადა მან მუტაცია და რამდენად შეიცვალა მისი ბუნება? ელით, რომ მინავლდება ეს ვირუსი, თუ ისევ წამოყოფს თავს ზამთარში, როგორც ამას ენტონი ფაუჩი პროგნოზირებს, რომ ზამთარი ძალიან რთული გველის?
- მეორე ტალღა მოსალოდნელია. ზოგადად, მეორე ტალღას ველოდებით, მაგრამ ეს ზუსტად არავინ იცის, როდის იქნება. ამ ვირუსის სრული ელიმინაცია (განდევნა), ალბათ, ვერ მოხერხდება, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ენტონი ფაუჩის კომპეტენციაში ვერავინ შეიჭრება, სავარაუდოდ, მისი პროგნოზი სწორი იქნება, მაგრამ ზუსტად ამაზე საუბარი არ შეიძლება.
ადამიანის ორგანიზმთან ჭიდილში რა ცვლილებები განიცადა კორონავირუსის ბუნებამ?
- ასე კატეგორიულად არ შემიძლია გითხრათ. თითქოს ჩვენთან ძალიან მძიმე არ არის მისი გავრცელება, მაგრამ გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევებიც, რომლებსაც სხვადასხვა სიმპტომები აქვთ. ზუსტად ერთნაირი სიმპტომები ყველას არ აქვს. ფაქტია, ეს ვირუსი ყველას არ კლავს, ადამიანთა უმრავლესობა გადარჩება. ეს ასეც იყო, უბრალოდ, ზოგიერთ ქვეყანაში, ეტყობა, ლეტალობა ბევრ ფაქტორთან იყო დაკავშირებული, რადგან მძიმე სიმპტომებით მიდიოდნენ სტაციონარში, ფაქტობრივად, დამძიმებულები მიდიოდნენ.
გამუდმებით გვესმის, რომ კორონას უნდა დავხვდეთ მყარი იმუნიტეტით. როგორ უნდა მოხდეს იმუნიტეტის გამომუშავება, მით უმეტეს, ახლა, როდესაც ადამიანები სახლში არიან ჩაკეტილები და იმუნიტეტი დაქვეითებულია?
- ზაფხული მოდის, რა თქმა უნდა, გამოვალთ გარეთ, ბუნებრივ დე ვიტამინს მივიღებთ, გვექნება შესაბამისი კვება და, თუ კარგი იმუნური სისტემა გვაქვს და ფუნქციონირებს, სავარაუდოდ, გვექნება იმუნიტეტიც, მაგრამ თვითონ იმუნიტეტის ხანგრძლივობაზეც არ არის ზუსტი ინფორმაცია. ზოგიერთს მყარი იმუნიტეტი აქვს და მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება, ზოგს წლამდე შეიძლება გაჰყვეს. ჩვენ ვინც გამოვიკვლიეთ, უკვე გამოჯანმრთელებულები, მათ აქვთ გამოჯანმრთელებული ანტისხეულები.
პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა, რადგან ჩვენთან არ არის ვირუსის ისეთი მაღალი გავრცელება და ლეტალობა, როგორც სხვა ქვეყნებში. მათი აზრით, რაც პანიკის ტალღა შემოვიდა, ხელისუფლებამ ისარგებლა ამ სიტუაციით. ხომ არ არის გადაჭარბებული ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებები?
- საგანგებო მდგომარეობა მისაღებია იმიტომ, რომ მოხდეს პრევენცია და არ იყოს ბევრი ავადმყოფი. გარკვეულწილად, სახლში ჩაკეტვა ადამიანების ფსიქიკაზე მოქმედებს და ძნელია ამის ატანა, მაგრამ რაღაცნაირად უნდა შემოვუძახოთ ჩვენს თავს. სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თვითიზოლაცია და კარანტინი პოლიტიკურ თემად გადააქციეს, მაგრამ ეს მარტო ჩვენს ქვეყანაში ხომ არ მომხდარა?! ჩემთვის, როგორც მედიკოსისთვის, უკეთესი იქნება, რაც ნაკლები პაციენტი შემოვა კლინიკაში, ალბათ, ყველასთვის ასე სჯობს, რადგან ნაკლები პაციენტის არსებობას მჭიდრო კონტაქტების არარსებობა განაპირობებს. პოლიტიკაში მაინც არ მინდა ჩავერთო, თუმცა მე ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფო სწორ გზას ადგას ამ მიმართულებით.
უჰანის ლაბორატორიის გახსნას მოითხოვენ ამერიკელები, ჩნდება კითხვები ვირუსის ხელოვნურად გავრცელებასთან დაკავშირებით. პოლიტიკოსების მსგავსად, ინფექციონისტებსაც ხომ არ გიჩნდებათ კითხვები ამ მიმართულებით?
- ასეთ ღრმა პოლიტიკაში არ მინდა გავეხვიო, ამის მტკიცება არავის შეუძლია. ეს არის სერიოზული საკითხი და, ალბათ, სასამართლო პროცესებიც გაიმართება ამ თემის ირგვლივ, თუკი ვინმე ჩინელებს დაადანაშაულებს. ნამდვილად ვერ გეტყვით, ეჭვი ყველას აქვს ამაზე, მაგრამ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით.
რემდესივირის თაობაზეც გკითხავთ. საქართველოშიც აპირებენ მის შეძენას. რამდენად ეფექტური იქნება იგი?
- ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ყველა პრეპარატი კვლევის საგანია. არის ზოგიერთი კლინიკა, რომელიც იმ ადამიანებზე დაყრდნობით, ვინც გამოიყენა ეს მედიკამენტი, ამტკიცებს, რომ რემდესივირს დადებითი შედეგი აქვს. ზოგან ამბობენ უარყოფით შედეგს. ჯერჯერობით არც ერთ მედიკამენტზე კატეგორიულად არაფრის თქმა არ შეიძლება.
მათ შორის, არც იაპონურ კამოსტატზე, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე უფრო მაღალ შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ ამ მედიკამენტმა შესაძლოა, მომავალში რემდესივირსაც გადაასწროს?
- დიახ, კამოსტატის შესახებაც არის საუბარი, მის შეძენას ჩვენ ვაპირებთ და უკვე გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები, მაგრამ შედეგი რომელზე იქნება და რომელია უფრო კარგი, ამის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით. იაპონური კამოსტატის შესაძლებლობებს გამოვცდით მისი შეძენის შემდეგ. თუმცა მაინც გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ჯერჯერობით ვერავინ დადო დასკვნა, რომელი პრეპარატი იქნება უფრო ეფექტური და რომელი-არა.
УФО крови представляет собой экспресс-вариант традиционного светолечения, обладающего общеукрепляющим, десенсибилизирующим, стимулирующим, противовоспалительным и метаболическим действием. Ультрафиолетовое облучение крови — это один из методов квантовой терапии крови.