ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება

ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება

ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვები მოიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვა თბილისსა და რუსთავში. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან მომიჯნავე რაიონებში.

თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“,- განაცხადა გახარიამ.