რა უნდა გააკეთონ მეწარმე სუბიექტებმა ეკონომიკური საქმიანობის გასაგრძელებლად

რა უნდა გააკეთონ მეწარმე სუბიექტებმა ეკონომიკური საქმიანობის გასაგრძელებლად

მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს მთავრობის #181 დადგენილებით შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელებით არიან დაინტერესებული, უფლების მოსაპოვებლად უნდა შეავსონ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე: http://gov.ge/s/55aaf

მეწარმე სუბიექტებმა, რომლებმაც უკვე შეავსეს განაცხადის ფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე, რეგისტრაციის ფორმის ხელმეორედ შევსებას აღარ საჭიროებენ და მათი განაცხადი პრიორიტეტულად განიხილება.

მეწარმე სუბიექტი ფორმის შევსების შემდეგ გაივლის ინსპექტირებას, რის შედეგადაც დადგინდება თუ რამდენად აქვს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გაიდლაინების შესრულების შესაძლებლობა.

ინსპექტირების დადებითი შედეგები შესათანხმებლად წარედგინება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ საგანგებო მდგომარეობის ოპერატიული მართვის შტაბს. საბოლოო გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტისთვის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა.