საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 00:04 საათზე დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიღრმე 10 კმ-ს შეადგენდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდა იყო.