“კორონავირუსის უხანის ლაბორატორიაში გაჩენის უზარმაზარი მტკიცებულება არსებობს“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

“კორონავირუსის უხანის ლაბორატორიაში გაჩენის უზარმაზარი მტკიცებულება არსებობს“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ კორონავირუსის უხანის ლაბორატორიაში გაჩენის მტკიცებულება არსებობს. France 24-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ტელეკომპანია ABC-ის ეთერში განაცხდა.

„უზარმაზარი მტკიცებულება არსებობს, რომ ყველაფერი სწორედ იქ დაიწყო", - განაცხადა პომპეომ, თუმცა ჩინეთის ხელისუფლების ვირუსთან გამკლავების კრიტიკის მიუხედავად არ უთქვამს, ვირუსმა ლაბორატორიაში შემთხვევით გაჟონა თუ არა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.