ბატონო თენგიზ, მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა! არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას, მე ვარ მართალი თუ თქვენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ძიების პროცესში არიან და სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს! ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი ახალი კორონავირუსის თემის გარშემო აქტიურობით, თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე! - ამ სიტყვებით ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი თბილისის იმუნოლოგი საავადმყოფოს ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნაზე პასუხობს.
ის განმარტავს, რომ მისი მოსაზრება არავის დაკნინებას და ჩრდილის მიყენებას არ ისახავდა მიზნად და სთხოვს თენგიზ ცერცვაძეს, ნებისმიერი ექიმის მოსაზრებას პერსონალურ წყენად ნუ მიიღებს.
„ჩემი მთავარი მიზანი და ერთადერთი მოვალეობა, კოვიდ-19-ის დროს, მოსახლეობის სწორი ინფორმირება და მხოლოდ დამშვიდებაა, ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მხრიდან მასზე მოხდენილ რეაგირებაზე პასუხი პუნქტობრივად გავცე:
- ერთადერთი ჩემს ხელთ არსებული წყარო - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის პირველი მაისის Twitter-ზე ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემები, საქართველოში 566 ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდ-19-ის შემთხვევიდან 98% აქვს დაავადების მსუბუქი და საშუალო ფორმა, ხოლო მხოლოდ 2 % -ს მძიმე ფორმა.
ალბათ გამორჩენილია კრიტიკული პაციენტები ან მძიმეშია გაიგივებული. ეს ერთხელ კიდევ მიანიშნებს, როგორი აუცილებლობაა სწორი სტატისტიკის დროული და პერმანენტული გამოქვეყნების, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ქონდეს მასზე დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა.
რაც შეეხება სიმძიმის მიხედვით მკურნალობის საკითხს. ტელეწამყვანის დასმულ კითხვაში ეს საკითხი ეხებოდა მხოლოდ ოზონოთერაპიას, სადაც მე აღვნიშნე, რომ ოზონოთერაპიით მკურნალობის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს რამდენად დაგვეხმარება ის კრიტიკული პაციენტების გადარჩენაში, რაშიც ეჭვი შევიტანე. ხოლო ზოგადად პაციენტების მკურნალობის მიმოხილვა მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმების დროს ჩემი განსჯის მიზანი არ ყოფილა.
ზოგადად, მკურნალობის საკითხებს, პაციენტების სიმძიმის მიუხედავად, ჩემი მტკიცე პოზიციაა, რაც ეფუძნება ყველა ცივილური ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკას, უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ სამედიცინო კვლევის ფორმატს, რაც ავტომატურად მოხსნიდა ბევრ ინსინუაციებს ქლოროქინზე/ჰიდროქსიქლოროქინზე, C ვიტამინზე, თუთიაზე, ოზონოთერაპიაზე და ასე შემდეგ.
ამ მედიკამენტების რისკი/სარგებლის შეფასება და სხვა სამედიცინო საკითხები გადაწყდებოდა ეთიკური საბჭოს და კვლევის პროტოკოლის ფორმატში, რაც თავიდან აგვარიდებდა ყველა შესაძლო გაუგებრობას და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შექმნილ დაპირისპირებას.
პ.ს. და ბოლოს, ბატონო თენგიზ, მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა! არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას, მე ვარ მართალი თუ თქვენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ძიების პროცესში არიან და სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს! ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი ახალი კორონავირუსის თემის გარშემო აქტიურობით, თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე!
ბედნიერი ვიქნები, თუკი ქართველი ხალხი გმირი ექიმებისთვის 2020 წლის 18 მარტს აგუგუნებულ მადლიერების ტაშს მალე გაიმეორებს და ახალი კორონავირუსის პანდემიის დამარცხების აღსანიშნავად ჩვენს პატარა საქართველოში ისევ იგრიალებს გამარჯვების მხურვალე ტაში!
ბედნიერი ვიქნები, თუკი ამ ბრძოლაში მომავალი ექიმები მხოლოდ პაციენტების უანგარო სიყვარულს, კოლეგიალობასა და ერთმანეთის გატანას ისწავლიან ჩვენგან!
ქედს ვიხრი ყველა ექიმის წინაშე, რომლებიც იბრძვიან პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. მესმის სათქმელად ბევრი რამ ადვილია და ზოგჯერ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებებია და არავის დაკნინებას და ჩრდილის მიყენებას მიზნად არ ისახავდა. გთხოვთ, ნებისმიერი ექიმის მოსაზრებას პერსონალურ წყენად ნუ მიიღებთ.
მე კი მხოლოდ ჩემი ხალხის ჯანმრთელობა და ბედნიერება გამახარებს! მე მხოლოდ, ჩემი პატარა პაციენტების უდარდელი ბავშვობა და მათი მშობლების სახეზე სიმშვიდის დანახვა მინდა, ვისი ოჯახებიც დღეს ფინანსურ პრობლემებს ებრძვიან თვითიზოლაციაში და აგერ მეორე თვეა ყოველი დღე გაურკვეველი მომავალის შიშით უღამდებათ“, - წერს იმუნოლოგი Facebook-ზე.
„28 აპრილს TV პირველის ეთერში COVID-19-თან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაცემაში კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების 95-97% მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, ისინი თავისით მორჩებიან და მათ ზედმეტი მკურნალობა არ სჭირდებათ და მხოლოდ დარჩენილ 3%-ს (ანუ კრიტიკულ პაციენტებს) სჭირდებათ მკურნალობა.
„მას რომ COVID-19-ით ავადმყოფებთან რაიმე შეხება ჰქონდეს და ამ დაავადების მიმდინარეობას იცნობდეს, ალბათ ასეთ რამეს არ იტყოდა“, - განაცხადა ამის საპასუხოდ თენგიზ ცერცვაძემ.
ი ვ ე რ მ ე ქ ტ ი ნ ი Ивермектин (Ivermectin)
Брутто-формула
C48H74O14
Фармакологическая группа вещества Ивермектин
• Дерматотропные средства
Нозологическая классификация (МКБ-10)
• L71 Розацеа
Код CAS
70288-86-7
Характеристика вещества Ивермектин
Относится к авермектинам.
Фармакология
Фармакологическое действие - противовоспалительное местное.
Фармакодинамика
Оказывает противовоспалительное действие путем подавления выработки воспалительных цитокинов, индуцированной липополисахаридами. Противовоспалительные свойства ивермектина наблюдались на моделях воспалительных процессов кожи у животных. Ивермектин также вызывает гибель паразитов, главным образом посредством селективного связывания и высокого сродства к глутаматрегулируемым хлорным каналам, находящимся в нервных и мышечных клетках беспозвоночных. Механизм действия ивермектина при лечении воспалительных поражений кожи при розацеа до конца неизвестен, но может быть связан как с противовоспалительными эффектами, так и со способностью вызывать гибель клещей Demodex, которые, в свою очередь, могут являться фактором, вызывающим воспаление кожи.
რასაც ულტრაიისფერ გამოსხივებაზე ლაპარაკობენ, დაიწყეს ლაპარაკი ეს არის 100% სიმართლე!!
საქმე იმაშია, რომ ულტარაიისფერი (ხისტი ულტრაიისფერი) სხივების ტალღის სიგრძე არის თანაზომადი კოვიდ ვირუსის ზომებისა. კერძოდ ვირუსის ზომა არის 25 - 100 ნანომეტრი. ასეთივეა ულტრაიისფერი სხივების ტალღის სიგრძე. იწყება 330 ნანომერიდან და მცირდება 20-30 ნანომეტრამდე (ნანომეტრი 10 მინუს 9 ხარისხში). ამიტომ როდესაც ულტრაიისფერი ქვანტი დაეჯახება მისივე ზომის კოვიდ ვირუსის ერთეულს, მას ან დაშლის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს. შეიძლება ისეც დააზიანოს რომ არ გაანადგუროს და დარჩეს დასუსტებული ვირუსის ერთეული. ესეც თქვენი იმუნიტეტის დაჩქარება. მე ყოფილი ფიზიკოსი ვარ, ამ ულტრაიისფერ გამოსხივებაზე 8 წელი მაქვს ნამუშევარი. ვიცი რასაც ვლაპარაკობ.
საბჭოთა დროს არსებობდა აპარატი, რომელსაც ადამიანს უკეთებდნენ ერთ ვენაში, იქიდან ეს აპარატი სისხლს ექაჩებოდა, აპარატის შიგნით იდგა კვარცის ნათურები, რომელიც ულტრაიისფერ დიაპაზონში ასხივებდა, ეს სისხლიც მოძრაობდა კვარცის მილაკებში (კვარცის მინა ატარებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, ჩვეულებრივი არა!), ინტენსიურად დასხივდებოდა და ისევ ვენაში ხვდებოდა ოღონ სხვა ადგილას... ამ აპარატს რუსულად ეძახდნენ УФО-ს. სხვადასხვაბაქტერიული ინფექციებისგან გასაკურნავად( კარგად ვიცი რა განსხვავებაა ბაქტერიას და ვირუსს შორის), ხშირად გამოიყენებოდა! ეს ამბავი მოყოლით არ ვიცი, ჩემი თვალით მაქვს ნახული ეს აპარატიც და მისი გამოყენებაც! ახლა ვნახე, რომ ასეთი აპარატების ათასნაირი ვარიანტები არსებობს. მე რუსული ვნახე - ბმული სხვებმა თუ გნებავთ მოძენეთ დასავლური წარმოების ანალოგები! მოგმართავთ ყველას - ნუთუ არავის მიგიწვდებათ ხმა ჩვენს სახელოვან ინფექციონისტებთან, უთხარით, შეახსენეთ, ხომ გაგიგონიათ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია! ასევე პრეპარატი ივერმექტინის შესახებ უთხარით. თუ პრეპარატს და УФО - ს კომპლექსურად გამოვიყენებთ ანუ ორივეს ერთად ეს ვირუსი 2-3 დღეში დამარცხებული იქნება!
მე ნუ მახსენებთ, თქვენი იყოს სახელიც, მიგნებაც და ჯამაგირიც!