საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და ამ დროისთვის 221 ადამიანს შეადგენს

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და ამ დროისთვის 221 ადამიანს შეადგენს

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და ამ დროისთვის 221 ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მათი რაოდენობა 24 საათში 7-ით გაიზარდა და 589 გახდა.კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528 პირი. 9 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.