რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 623 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. მათგან თითქმის ნახევარს სიმპტომები არ აღენიშნება. ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 124 054 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID 19-ით კიდევ 57 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ვირუსს 1 222 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.