რომელი მედიკამენტი „გადაასწრებს“ რემდესივირს?!

რომელი მედიკამენტი „გადაასწრებს“ რემდესივირს?!

გავლენიანი ინფექციონისტები ყველაზე დამაიმედებელი ანტივირუსული პრეპარატის-რემდესივირის შესახებ ალაპარაკდნენ. თავდაპირველად რემდესივირი ებოლას წინააღმდეგ შეიქმნა, მაგრამ მაინცდამაინც არ გაამართლა, თუმცა ახლა დიდ იმედს ამყარებენ ამ პრეპარატზე.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ რემდესივირმა ეფექტურობა აჩვენა. ფაუჩი ეყრდნობა იმ ფართომასშტაბიან კვლევას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობდა და, რომელშიც ათასზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ფარგლებში კორონათი ინფიცირებულთა ნაწილი პლაცებოს იღებდა, ნაწილი კი რემდესივირს. მათ, ვისაც რემდესივირით მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელებისთვის საშუალოდ 11 დღე დასჭირდათ, პლაცებოს ჯგუფების შემთხვევაში კი-15 დღე. ამ კვლევის შედეგად ენტონი ფაუჩიმ დაასკვნა, რომ მედიკამენტ რემდესივირს ვირუსის დაბლოკვა შეუძლია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, რემდესივირის შესახებ თავიდანვე განსხვავებული მოსაზრება არსებობდა, ერთხანს იმედები არ გამართლდა, კვლევამ უჩვენა, რომ რემდესივირი არც ისე ეფექტური იყო კოვიდის დროს, როგორც თავიდან ეგონათ. ახლა კი ისევ შეიცვალა სიტუაცია.

ინფექციონისტი აცხადებს, რომ, როდესაც რემდესივირზე კვლევა დაიწყო, მთელი მსოფლიო რიგში იდგა. საქართველოს ამ გზით პრეპარატის მიღების შანსი არ ჰქონდა, რადგან ჩვენთან ინფიცირებისა და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელია. თუმცა საქართველოს პრივილეგია აქვს, რადგან ამერიკული კომპანია „გილეადი“ საქართველოს აწვდის ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის მედიკამენტებს და დიდ პატივს სცემს საქართველოსა და მის ჯანდაცვას.

რემდესივირის გარდა, არსებობს იმედის მომცემი მეორე პრეპარატიც, იაპონიაში შექმნილი კამოსტატი. თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ეს მედიკამენტი ბლოკავს ვირუსის ცილას, რომლის საშუალებითაც ვირუსი შედის უჯრედში და, თუ ამ მედიკამენტმა იმუშავა, მომავალში შესაძლოა, რემდესივირსაც გადაასწროს. საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა მოთხოვნა ამ მედიკამენტზეც.

აღსანიშნავია, რომ ასე ნანატრი რემდესივირი 78-დან 80 ათას დოლარამდე ღირს. ეს ერთი პაციენტის სამკურნალო დოზაა და საკმაოდ ძვირადღირებულია. მედიკოსები ამბობენ, რომ საჭირო იქნება უფრო შეღავათიან ფასებში მედიკამენტების ძიება და რემდესივირზე დაიმედება არ შეიძლება.

რამდენად იხსნის კაცობრიობას რემდესივირი ან კამოსტატი კორონასგან?

იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნებისმიერი პრეპარატი ჯერ უნდა გაიტესტოს, რადგან ტყუილად შემოტანილი პრეპარატები არაფერს მოგვცემს.

„აგერ, ცე ჰეპატიტის სამკურნალო პრეპატარების ნაწილი გადაიყარა. ახლაც ასე არ უნდა მოხდეს. ჯერ მსოფლიოსთვის არაა ცნობილი, რომელი პრეპარატი იმუშავებს ეფექტურად კორონავირუსის წინააღმდეგ. ასე შემოტანას რა აზრი აქვს?! ვაქცინასთან მიმართებითაც სათუოა, ვაქცინა გამოვა, თუ ვერ გამოვა, რადგან ვირუსი მუტირებს, გამუდმებით იცვლება. თუ ამ ვირუსმაც ასე გააგრძელა ცვლილება, მაშინ ადეკვატური ვაქცინა შეიძლება ვერც კი შეიქმნას. მოგეხსენებათ, ვირუსს აქვს თავისი გენეტიკური კოდი რიბოქსინ-ნუკლეინის მჟავისგან. ამ გენის ერთი მონაკვეთი თუ მაინც ყველა მუტანტში ერთნაირი არ არის, ძალიან ძნელად წარმოსადგენია, შეიქმნას ვაქცინა. ვაქცინა ეს არის ან დასუსტებული მიკროორგანიზმი, ან მისი რაღაც მონაკვეთი, ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში, რომლის მიმართაც ადამიანი გამოიმუშავებს ანტისხეულებს. მაგრამ, თუ ეს მუტირებული ვირუსი ერთთავად იცვლება და დიდი მსგავსებები მათ შორის აღარ არის, მაშინ ვაქცინა არაეფექტური იქნება. ასეთ დროს უკვე პირველ ადგილზე გადადის პრეპარატის შექმნა, რომელიც ვირუსის უჯრედში მოხვედრის შემდეგ დაბლოკავს ამ ვირუსის რომელიმე მონაკვეთს მისი გამრავლებისას. ანუ ამ პრეპარატმა სიმახინჯე უნდა გამოიწვიოს ვირუსის გენში, რის გამოც ვირუსი უკვე ვეღარ გამრავლდება“, - აცხადებს დავით ნანობაშვილი.

მისივე განმარტებით, ყველაფერს თავისი ტესტირება სჭირდება, ეს რთული პროცესია და ასე არ ხდება, ლაბორატორიაში მარტივად რაღაცას გააკეთებენ, შეუყვანენ ამ პრეპარატს ვირუსს და უცებ შედეგი იქნება. იყო შემთხვევა, როდესაც რამდენიმე წელი უნდებოდნენ პრეპარატის შექმნას, ბოლოს და ბოლოს, ათწლეულები მოუნდნენ შიდსის ვირუსის სამკურნალო საშუალების შექმნას, რომელიც, ასე თუ ისე, რაღაც შედეგს იძლევა.

დავით ნანობაშვილი აცხადებს, რომ სულ რაღაც სამი თვეა, რაც სხვადასხვა საშუალების ტესტირება მიმდინარეობს კორონავირუსზე. სამი თვე ძალიან მცირე პერიოდია ახალი ვირუსისთვის. შეიძლება, ერთმა პრეპარატმა ამ ეტაპზე მოგვცეს შედეგი, მაგრამ მერე ისევ ვირუსმა მუტირება განიცადოს, შეიცვალოს და იმავე პრეპარატმა შემდგომ ეტაპებზე აღარ მოგვცეს ისეთი ეფექტი.

„თენგიზ ცერცვაძემ ძალიან კარგად ახსნა ეს პროცესი, რომ ისტორიულად, ერთ ეტაპზე ერთი პრეპარატი იძლეოდა შედეგს, მეორე ეტაპზე კი მედიცინამ, მეცნიერებამ და ექიმებმა შეცვალეს რაღაცები, რადგან ის პრეპარატი აღარ მოქმედებდა. კორონავირუსის შესახებაც შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ვირუსი თავიდან ფილტვისმიერი ფორმით მიმდინარეობდა და ფილტვებს აზიანებდა, ახლა კი შეიცვალა და თირკმელების დაზიანება დაიწყო, რამდენიმე შემთხვევა გვაქვს ღვიძლის დატვირთვის. რაც შეეხება იაპონურ პრეპარატ - კამოსტატს, ესეც უნდა დაიტესტოს. თანაც, იაპონიას არ აქვს ამხელა მოცულობის წარმოება ჩართული. როგორც ვიცი, საქართველო ერთ-ერთი პირველი იდგა ამ პრეპარატის მიღების რიგში. სავარაუდოდ, როდესაც მივიღებთ ამ პრეპარატს, დაიწყება მისი გატესტვა და გარკვეული რაოდენობის პაციენტებზე გამოცდა. 5 და 10 პაციენტზე მიღებული შედეგის გაანალიზება და დასკვნის გამოტანა მედიცინაში სასაცილოა. მინიმუმ, ასეული შემთხვევები მაინც უნდა იყოს, რომ წარმოდგენა შევქმნათ, ესა თუ ის პრეპარატი როგორ მოქმედებს“, - აღნიშნა დავით ნანობაშვილმა.

ექიმი-ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რემდესივირის შეფასებისას ურთიერთგამომრიცხავი კვლევები არსებობს, ბოლო ეტაპზე კი ენტონი ფაუჩიმ ეს პრეპარატი იმედისმომცემად დაასახელა, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ეს მართლაც ეფექტური მედიკამენტია.

„რემდესივირი მთლად პანაცეა არ არის, 100%-იანი შედეგი არ მოგვცა, ხალხი მომენტალურად არ განკურნა, მაგრამ, კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად დაბლოკა კორონავირუსი. სხვათა შორის, ამის შესახებ კარგი ხარისხის კვლევა ჩატარდა. იაპონურ პრეპარატს რაც შეეხება, მისი გამოყენება ჯერ ცოტა ადრეა, რადგან ჯერ მისი კვლევა უნდა გაგრძელდეს, საბოლოო შედეგები ჯერ არ დევს. ასე რომ, კვლევის სტადიაშია ორივე მედიკამენტი. ზოგ შემთხვევაში, პოზიტიური შედეგები აქვს კვლევებს, ზოგ შემთხვევაში, უარყოფითი. 100%-იანი სანდოობის მედიკამენტი, რომელზეც ვიტყვით, რომ კარგად მუშაობს, სამწუხაროდ, ამ წუთში არ არსებობს ბაზარზე. თუმცა ეს მედიკამენტები იმედის მომცემია. ფაუჩის ბოლო გამოსვლა ხელჩასაჭიდი იყო. ამ ადამიანს სანდოობის მაღალი კოეფიციენტი აქვს“, - აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.

 

 

trampi მოკლედ  რა  ხდება  ვერ  ვიგებ. 
იციით  რა  მიკვიირს ----როცა  რომ  საქართველოში დღეში    ინფიცირებულებს    მხოლოდ  6-7  კაცი  ემატებოდა,  ტელევიზიებში  ერთი  ამბავი  იყო  ატეხილი(ნამეტნავად აღდგომაზე)......  აი  კუბოები , აი  კუბოები.....  აი  არ  გაინძრეთ.....  აი  გარეთ  არ  გამოხვიდეთ....   აი  ისე  .....  აი  ასე...მთელი  ამბავი  იყო  ატეხილი
  ვიფიქრე --- ვსიო  უკვე  მეორედ  მოსვლა  დაიწყო  მეთქი 

ეხლა  კიდევ,  როცა  რომ  მართლა  სიტუაცია  გართულდა    და  დღეში  ოპტომ  30--30  კაცი  ემატება(თან ლამის ნახევარი ექთნები),   ესენი  გახარებულები  გულზე  მუშტს  იბრახუნებენ  და  გაიძახიან-- კორონა  დავამარცხეთო....
კი  მაგრამ  ეს  როგორ??  10  დღეში  გრუბად  ლამის  300    კაცი  დაემატა  (იმდენივე  რაც  საერთოდ   წინა  თვენახევარში იყო) ანუ  ინფიცირებულთა რაოდენობამ სუ  ნახტომით  დაიწყო  ზრდა  და  ამათ  რა  უხარიათ  ან  რანაირი  არტმეტიკა  აააქვთ  ვერ  ვიგებ... მატება ეპიდემიიის დამარცხება როგორაა ?
მაგრამ მასე კი არა მგონი აქ სხვა რამეშია საქმე.....ამათ ვიღაცამ ,, საერთო დირიჟორმა,, აუქნიათ ხელი და ამათაც პლასტინკა გადააატრიალეს, სხვა ,,ზაპისის,, დატრიალება დაიწყეს .....რომ ეპიდემიაზე უკვე გავიმარჯვეთ და ესეთი რაღაცეები....როგორც ჩვენი დასავლელი მეგობრები ლაპარაკობენ
ეს შეზღუდვების მოხსნაც გარედან მიცემული ინსტრუქტაჟის შესაბამისად ხდება...
კი მაგრამ იქნებ ჩვენ ქვეყანაში, ეს ვირუსი, იმათთან შედარებით არ დასრულებულა და რაზგონს ეხლა იღებს, ან პირიქით??
მაინც და მაინც იმათ ინსტრუქტაჟს უნდა დავემორჩილოოთ?რათა 3.5 მილიარდ შეგვპირდნენ და იმიტოომ??
მოკლედ ბევრი საეჭვო კითხვებია ამ კარანტინის დაკეტვა --გახსნაზე და პასუხები შემოდგომით გამოჩნდება
ისე კი ვინც მსოფლიოს ეს დატორმუზება მოიგონა, ისინი ამით არ გაჩერდებიან--- აუცილებლად კიდევ მოიგონებენ ახალ ახალ მამაძაღლობებს... აბა ამხელა ჩალიჩს წყალში ხომ არ გადაყრიან,? ..რაღაც მიზანი ხომ ქონდა ამ ყველაფერს?.......
.ანუ ეხლა იმათ აუცილებლად უნდა დაუნაცვლონ აბერკოტი, რომ ბოლომდე გათიშონ მოწინაააღმდეგე(მსოფლიო ეკონომიკა)....არადა მოწინაააღმდეგე თუ გონზე მოვიდა (თუ მიეცი ამის საშუალება) იქეთ შემოგიტევს........და ეს მსოფლიო ჩალიჩიც წყალში გადაეყრებათ
ასე რომ ახალ--ახალი ,,ღონისძიებები,, აუცილებლად კიდევ იქნება....
წესით შემოდგომიდან მიზეზი და მიზანი უკვე უნდა გამოჩნდეს

 
4 წლის უკან
trampi ტატო ჯახია: ,,ეს არ არის მკვლელი ვირუსი, როგორც ,,გვაბოლებდნენ”
25 აპრილი, 2020 10:54სოციალური მედია
ტატო ჯახია: ,,ეს არ არის მკვლელი ვირუსი, როგორც ,,გვაბოლებდნენ"ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტატო ჯახია სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი არ არის მკვლელი და და განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს და მკაცრი შეზღუდვების აზრს ვერ ხედავს.

„​მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ექიმი, არ შემიძლია არ დავწერო ეს: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი კავშირი ვირუსთან ბრძოლას არ აქვს, იმას რომ:

1. ოჯახის წევრებს ერთ მანქანაში ჯდომა აკრძალული აქვთ _ 3-ზე მეტ ადამიანს;
2. ცოლ-ქმარს არ შეუძლია წინ დასხდნენ ერთად;
3. ჩაკეტილ ქალაქებთან;
4. თერმოსკრინინგთან;
5. კომენდანტის საათთან;
6. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან;
7. ჩაკეტილ ქალაქებთან, სამხედროების დგომასთან;
8. კარზე ან ბორბალზე 5 მლ რაღაც ხსნარის მისხმასთან;
9. ონლაინ ვაჭრობის აკრძალვასთან.

სამაგიეროდ, ეს ზომები ქმნის არაადამიანურ პირობებს ცხოვრებისთვის, აღატაკებს ხალხს და გაუსაძლის მდგომარეობაში აგდებს. ჩვენს ისედაც სავალალო მდგომარეობას კატასტროფულ ზიანს აყენებს. ეს კატასტროფული ზიანი წაიღებს ბევრ სიცოცხლეს, ბევრის სიცოცხლის ხარისხს კატასტროფულად გააუარესებს.

კორონავირუსის შესახებ:
1. ეს არ არის მკვლელი ვირუსი;
2. არც რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ბანალური გრიპი. უკვე რამდენიმე კვლევა დაიდო, რომ ამ ვირუსის ლეტალობა მაქსიმუმ 0,5%-ია და არა ის მონაცემები, რასაც WHO „გვაბოლებდა“ და თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ამიტომაც მასშტაბურად იწყება შეზღუდვების ლიბერალიზაცია მთელ მსოფლიოში.

გამოსავალი:

უნდა გაუქმდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვა. ადამიანებმა უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის პირობებში, რომ შანსი დავიტოვოთ, გადავურჩეთ ეკონომიკურ კატასტროფას და შიმშილს. მთავრობის ნამდვილი დახმარება იქნება, თუ შეამცირებენ გადასახადებს, გააუქმებენ აქციზებს, ხალხს დაუბრუნებენ საპენსიო დანაზოგს, გააუქმებენ ბევრ უაზრო სსიპ და აიპს, შეამცირებენ ბიუჯეტს და არა ის შოუები, რასაც ახლა გვიდგამენ, რომელშიც, სხვათა შორის, ჩვენს ფულს ხარჯავენ (ბიუჯეტი).

ძალიან გთხოვთ, ყველა დაფიქრდით ამაზე, სანამ შეუქცევად უბედურებას მივიღებთ!“ – წერს ტატო ჯახია.
4 წლის უკან
ზაზა ვისი ყლე ვის ტრაკშია ცომ ვერ ამიხსნის ვინმე?
4 წლის უკან