ჯანმრთელობის დაცვას და ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას 350 მილიონი ლარი მოხმარდება, რაც ნამდვილად უპრეცედენტო თანხაა და ეს მნიშვნელოვნად კარგ ეფექტს იქონიებს. ხოლო სოციალური დახმარების და მიზნობრივი პაკეტისთვის ჩვენ გამოყოფილი გვაქვს მილიარდ ლარზე მეტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ და ვიზრუნოთ მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი მოქალაქეების როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე მათ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, აქედან გამომდინარე, მთავრობის გუნდმა დეტალურად იმუშავა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით და ვეცადეთ, რომ ეს დახმარების პაკეტები ყოფილიყო მაქსიმალურად სამართლიანი მისთვის, რომ ჩვენს არც ერთ მოქალაქეს უსამართლობის შეგრძნება არ გასჩენოდა და ჩვენც საშუალება გვქონოდა, რომ ხელმისაწვდომი გაგვეხადა ეს მიზნობრივი დახმარებები. ჩვენ ვიზიარებთ, რომ შეიძლება გარკვეული ხარვეზები იყოს, მაგრამ აქვე გპირდებით, რომ ნებისმიერი ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.