გოგა ხაინდრავა: ვიცით, რაში გამოიხატება სააკაშვილის რეფორმატორობა: მისი 3 მინისტრი მილიონერია და 1 მილიარდერი

გოგა ხაინდრავა: ვიცით, რაში გამოიხატება სააკაშვილის რეფორმატორობა: მისი 3 მინისტრი მილიონერია და 1 მილიარდერი

უკრაინა დღეს ოლიგარქიული დაპირისპირების პოლიგონს წარმოადგენს და სააკაშვილი ამ თამაშში ყოველთვის კოხტად პოულობდა თავის ადგილს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაში გამოიხატება მისი რეფორმატორობა და კორუფციასთან ბრძოლა: მისი სამი მინისტრი მილიონერია და ერთი - მილიარდერი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„უკრაინა დღეს ოლიგარქიული დაპირისპირების პოლიგონს წარმოადგენს და სააკაშვილი ამ თამაშში ყოველთვის კოხტად პოულობდა თავის ადგილს. ყველას გვახსოვს ოდესის პორტის ამბები და ჩვენ ზოგადად ძალიან კარგად ვიცით, რაში გამოიხატება მისი რეფორმატორობა და კორუფციასთან ბრძოლა: მისი სამი მინისტრი მილიონერია და ერთი - მილიარდერი. გუშინწინ დონეცკს გადაარქვეს სახელი და დაარქვეს „სტალინო“. ეს ყველაფერი საბჭოთა ნოსტალგიიდან მოდის. პუტინისთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა. უკრაინა ძალიან მდიდარი ქვეყანაა, სადაც ბევრი ინტერესია გადაჯაჭვული, მაგრამ ის, რაც ზედაპირზე ჩანს და უკვე ცნობილია - არის ახმეტოვის მხრიდან სააკაშვილის მხარდაჭერა. სხვა საქმეა, რომ ზელენსკი ერთპიროვნულად ვერ წყვეტს საკითხებს ქვეყანაში. მის პარტიაშიც არსებობს სერიოზული დაპირისპირება - რადაში ვერ გროვდება საკმარისი ხმები. ჩვენ დავინახეთ, რომ ზელენსკის არც კი უცდია რადაში მისვლა და თავისი ავტორიტეტის გამოყენება პარტიის შიგნით. დღეს გაირკვა, რომ წარდგენა გადაგზავნილიც არ ყოფილა - ეს იყო სასინჯი ქვა. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავად ზელენსკისთვისაც ეს გადაწყვეტილება სასურველი არაა. მისგან ამ თემაზე საერთოდ არანაირი განცხადება არ მოგვისმენია“, - განაცხადა ხაინდრავამ.