გოგა ხაინდრავა ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე: ეს არის პოლიტიკურ ჰერბარიუმი

გოგა ხაინდრავა ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე: ეს არის პოლიტიკურ ჰერბარიუმი

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ვანო მერაბიშვილის ბოლო ინტერვიუ განიხილა. მისი აზრით, ყოფილი ხელისუფლების წევრები საკუთარ აზრებს ვეღარ მალავს, ისევე როგორც ბოროტმოქმედი, რომელიც დანაშაულის ადგილზე ბრუნდება.

„საერთოდ, ვისზე ვლაპარაკობთ? ეს არის ჰერბარიუმი, პოლიტიკური ჰერბარიუმი, რომელიც შეიკრიბა. ორი ჰერბარიუმია დღეს: არის მედია ჰერბარიუმი, არის პოლიტიკური ჰერბარიუმი. ის მაგიდა, რომელიც ჩვენ აჩვენებთ კადრები, როდესაც შემოვედი, ეს არის ჰერბარიუმი, იმიტომ რომ სხვას მაგათ ვერაფერს დაარქმევ. ეს არის იმ ტიპის მოვლენა, როდესაც საბოლოო ჯამში საკუთარ თავს შხამავენ, რაც დაემართა ძმებ ბერძენიშვილებს, მაგალითად, რომლებიც უკვე საკუთარ თავს შხამავენ. იმიტომ რომ ის შხამი აღარ მოქმედებს გარშემო საზოგადოებაზე და უკვე მიმართულია საკუთარი თავის წინააღმდეგ, საკუთარი სიცოცხლის წინააღდეგ, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ, საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ და საკუთარი თავის წინააღმდეგ“, - განაცხადა რეჟისორმა.