როგორ შეიძლება ერთობა, რომლის სათავეშიც ჩეკისტები დგანან, საქართველოში იყოს ხანგრძლივი და ძლიერი. გრიგოლ ვაშაძე არის ჩეკისტი, სააკაშვილია რის ჩეკისტი, ბეჟუაშვილი არის ჩეკისტი, ვაშალომიძე არის ჩეკისტი. ჩეკისტები არიან, საბჭოთა უშიშროების სკოლაგამოვლილები და აქ ფსევდო ლიბერალური ძალები ცდილობდნენ მათ გასაღებას, როგოც პროდასავლურების - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„გიგია ბოკერია მხარს უჭერდა გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც არის გამოაშკარავებული ჩეკისტ. მაგის დოსიე არსებობს. ნახევარი მაგიდა ამ „ჰერბარიუმის“ არის რუსეთზე მომუშავე ადამიანებისგან შემდგარი. ვინ ჰყავდა სააკაშვილს დაყენებული მნიშვნელოვან პოსტებზე: ბეჟუაშვილი - კიევის აკადემია საბჭოთა კავშირის დროს, ვაშალომიძე - კიევის აკადემია საბჭოთა კავშირის დროს, გრიგოლ ვაშაძე - საბჭოთა დიპლომატიური სკოლა, ბენდუქიძე - პუტინის საბჭოს წევრი“, - განაცხადა ხაინდრავამ.