ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია და ის ხატია არველაძეა. გამარჯვებული ბერლინის Miami Ad School EU-ში საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2 წლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლის. გამარჯვებული 5 კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს ბანკისა და  Miami Ad School Europe - ის წარმომადგენელი, ასევე მერი გიორგობიანი - არტ დირექტორი (2014-2016 MASE), აკო ახალაია - Marketer.ge-ს დამფუძნებელი და  ბექა გუჯეჯიანი - ნიკა გუჯეჯიანის ძმა. ჟიურიმ გამარჯვებული  კონკურსში მონაწილე  18 კანდიდატს შორის შეარჩია.

სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსანტებს უნდა წარმოედგინათ MASE-ში, ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგი სამი მიმართულებიდან ერთ-ერთზე: Art Direction,Copywriting, Creative Technology და ასევე  კრეატიული ნამუშევარი თემაზე: Beauty of Georgia.

„ნიკას სურვილი იყო მეტ ქართველს ჰქონოდა შესაძლებლობა ესწავლა MASE-ში, სწორედ ამ მიზნით და Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, გასული წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია. შედეგად, ყოველწლიურად 1 ნიჭიერ ადამიანს უკვე  აქვს შესაძლებლობა,  ისწავლოს MASE-ში სრული დაფინანსებით. გვინდოდა ეს შესაძლებლობა მართლაც განსაკუთრებული და ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მიგვეცა, რადგან განათლების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ვულოცავთ გამარჯვებულს და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

რა უნდა იცოდე Miami Ad School-ის შესახებ?

Miami Ad School EU-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის  მასშტაბით.