26 აპრილის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ სამი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 მათგანი საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება.
მთლიანობაში ქვეყანაში ინფექციას 4 633 ადამიანი ემსხვერპლა, 82 830 დაინფიცირდა, 77 474 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.