არგენტინაში, ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ციხეში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
არეულობა ციხეში 23 აპრილს დაიწყო, მას შემდეგ რაც პატიმრებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. პატიმრებმა ინფიცირებულების და რისკის ჯგუფში შემავალი პატიმრების გათავალისუფლება მოითხოვეს. მათ ცეცხლი წაუკიდეს ლეიბებს და შენობის რამდენიმე სართული დაიკავეს. ათამდე ადამიანი შენობის სახურავზე ავიდა და გამოფინა ბანერი, რომელსაც ეწერა „ჩვენ არ გვსურს ციხეში სიკვდილი“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.