კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი კრიზისის გამო საფრანგეთის ხელისუფლება ავიაკომპანია Air France-ს დახმარების სახით 7 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welleავრცელებს.
ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მერის განცხადებით, 7 მილიარდიდან სამს სახელმწიფო, 4-ს კი ბანკები გამოყოფენ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეროვნული ავიაკომპანია უნდა გადაარჩინოს, თუმცა Air France-ის ნაციონალიზაცია არ იგეგმება.
გარდა ამისა, საფრანგეთის მთავრობა მუშაობს დახმარების პაკეტზე ავტოკონცერნ Renault-სთვის, რომელმაც 5 მილიარდი ევრო უნდა შეადგინოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.