სომხეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული და ინფიცირებულთა რაოდენობა 1677-მდე გაიზარდა.
სომხური მედიის ცნობით, გამოჯანმრთელებულია 803 პაციენტი, ბოლო 24 საათს განმავლობაში კი კიდევ 1 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში ქვეყანაში COVID 19-ს 28 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.