ეს ბაუნტის ტორტი პირში დნება და ძალიან მარტივად მზადდება

ეს ბაუნტის ტორტი პირში დნება და ძალიან მარტივად მზადდება

ინგრედიენტები

ბისკვიტი

კვერცხი - 3 ც

ფქვილი - 80 გ

კაკაო - 20 გ

გამაფხვიერებელი 1/2 ჩკ

შაქარი - 120 გ

კრემი

რძე - 200 მლ

ქოქოსის ფანტელები - 150 გ

კარაქი - 100 გ

შაქარი - 100 გ

მომზადების წესები

კვერცხი, შაქარი და მწიკვი მარილი გათეთრებამდე ათქვიფეთ. ფქვილს შეურიეთ კაკაო და გამაფხვიერებელი. კვერცხის მასას დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები. მასა გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20-25 წუთით.

რძე გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ კარაქი და დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. კარაქი რომ გადნება, დაუმატეთ ქოქოსის ფანტელებიც. მიიღებთ კრემის სქელ მასას.

ბისკვიტი რომ გაცივდება, მოაჭერით თავის არაერთგვაროვანი ნაწილი და გაყავით შუაზე. ორივე ნაწილი დანამეთ სიროფით ან ალკოჰოლით და აააწყვეთ ტორტი. პირველ ფენაზე გადაიტანეთ კრემი და მოათავსეთ მასზე ბისკვიტის მეორე ნაწილი.

სურვილის შემთხვევაში ტორტის თავზე გადაანაწილეთ მინანქარი.