მარინა ენდელაძე: ყველა ახალი შემთხვევა ძველ კლასტერებს უკავშირდება და შიდა გადაცემის ახალი კერა არ დაფიქსირებულა

მარინა ენდელაძე: ყველა ახალი შემთხვევა ძველ კლასტერებს უკავშირდება და შიდა გადაცემის ახალი კერა არ დაფიქსირებულა

ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში 46 COVID-ინფიცირებული იმყოფება. მათ შორის არიან მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა და მძიმე პაციენტები-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებებიდან მათ კლინიკას მხოლოდ ერთი პაციენტი დაემატა. მისივე განმარტებით, ყველა შემთხვევა ძველ კლასტერებს უკავშირდება და შიდა გადაცემის ახალი კერა არ დაფიქსირებულა.

საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 105 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.